პროექტის სახელწოდება
|
,, რა მოგაქვს წელო ახალო ‘
|
პროექტის მიზანი
|
მოსწავლეები გაეცნობიან და შეისწავლიან როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს ძველად
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში,დაწერენ თხზულებას თემაზე ოჯახში’’, დახატავენ თემაზე ,როგორ ვხვდები ახალ წელს’’.წაიკითხავენ
ლექსებს ახალი წლის შესახებ.მოკლედ სცენარის
სახით აღადგენენ საახალწლო ტრადიციებს(გამოაცხობენ ბასილას, გააკთებენ გოზინაყს)
|
მონაწილეთა ასაკი
|
9-10 წელი
|
პროექტის ხანგრძლივობა
|
1 თვე
|
ენა
|
ქართული
|
პროექტის შედეგი
|
მოსწავლეები მოიძიებენ,და გაეცნობიან როგორ ხვდებოდნენახალ წელს ძელად,მოაწყობენ
მოძიებული მასალის პრეზენტაციას, მოეწყობა გამოფენა ,,ახალი წელი’’, მოსწავლეები
წაიკითხავენ მათ მიერ დაწერილ თხზულებებს
თემაზე ,,როგორ ვხვდები ახალ წელს’ მოსწავლეები თავად გამოაცხობენ ბასილას
და დაამზადებენ გოზინაყს.მოეწყობა პოეზიის საღამოზე წაიკითხავენ ლექსებს ახალი წლის
შესახებ.
|
პროექტის მიმდინარეობა
|
მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად :1 ჯგუფი მოიძიებს მასალას დასავლეთ საქართველოს
კუთხეების შესახებ, მე-2 გგუფი --აღმოსავლეთ
საქართველოს კუთხეების შესახებ .მე-3 ჯგუფი
დახატავს თემაზე ,,ახალი წელი’ ,
მე-4 ჯგუფი დაწერს თხზულებებს.
|
სხვისთვის სასარგებლო
|
ვინც არაა ჩართული პროექტში მოისმენს საახალწლო ტრადიციების შესახებ
ძველ საქართველოში, გაიგებს თუ როგორ ხვდებოდა ახალ წელს ქვეყნის თითოეუ;ლი კუთხე.
|
რესურსები
|
ინტერნეტი, მარკერები, პლაკატები, ფერადი ფანქრები, მატერიალური რესურსი(თაფლი,
ნიგოზი,ფქვილი) სამზარეულოს ჭურჭელი.
|
ე.ს.გ.განსაზღვრული ინდიკატორი
|
მიმართულება ზეპირმრტყველება :ქართული მე-4.1.მოსწავლეს შეუძლია ადექვატურად
აღიქვას სხვადასხვა სახის ტექსტი და გადმოსცეს მისი შინაარსი.ქ ართულუი მე-4.3.მოსწავლეს
შეუძლია ენობრივ-გრამატიკული საშუალებების გამოყენება კომკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში.მიმართულება
წერა:ქართული მე-4.11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის ტექსტების
შექმნა.ქ ართული მე-4.13.მოსწავლეს შეუძლია გრამატიკული და ორთოგრაფიული თვალსაზრისით
სწორი ფორმების გამოყენება .წინადადების აგება და პუნკტუაციის წესების დაცვა. ქართული
მე-4.14.მოსწავლეს შეუძლია წერის საწყისი სტრატეგიების გამოყენება.
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
თეა უფლისაშვილი
|
ელ.ფოსტა
|
Teanplisashvili@gmail.com
|
პროექტის სახელწოდება
|
,,ვინც კაცი იყო და ლექსად იქცა’’
|
მიზანი
|
მოსწავლეები გაეცნობიან ლადო ასათიანის ცხოვრებასა და შემოქმედებას
|
მონაწილეთა ასაკი
|
11-12 წელი
|
ხანგრძლივობა
|
3თვე
|
ენა
|
ქართული
|
რესურსები
|
ინტერნეტი , ფორმატი , ფერადი ფანქრები, კომპიუტერი,ფოტო კამერა.
|
პროექტის შედეგი
|
მოსწავლეები მოიძიებენ ლადო ასათიანის ფოტოებს,გააკეთებენ პრეზენტაციებს მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, საკლასო
ოთახში მოაწყობენ პოეტის ცხოვრების ამსახველ
კუთხეს, გამართავენ პოეზიის საღამოს.პროექტის ფარგლებში მოეწყობა ექსკურსია
ლადო ასათიანის მშობლიურ სოფელში ,სადაც მოსწავლეები გადაიღებენ ფოტოებს და გააკეთებენ სლაიდ შოუს ,,ბარდნალა’’.პოეტის ლექსების
გაცნობის შემდეგ გაიმართება დისკუსია,, ჩემი ლექსი’’(მოსწავლეები დაასახელებენ ლექსს
რომელიც მოეწონათ და იმსჯელენენ რატომაა ეს ლექსი ,მათთვის გამორჩეული.)
|
პროექტის მიმდინარეობა
|
მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად .ერთი ჯგუფი მოიძიებს პოეტის ფოტოებს და
გააკეთებს პრეზენტაციას.მეორე ჯგუფი ამობეჭდავს მოძიებულ ფოტოებს და გადაიტანს ფორმატზე.
მესამე ჯგუფი მოიძიებს პოეტის პირად წერილებს და წინასწარ მითითებულ ლექსებს .მეოთხე ჯგუფი მოიძიებს მოგონებებს
პოეტზე.პროექტის დასასრულს მოეწყობა ექსკურსია პოეტის მშობლიურ სოფელ ბარდნალაში
და მოსწავლეები ერთობლივად ააწყობენ სლაიდ
-შოუს.
|
სხვისთვის სასარგებლო
|
ვინც პროექტში არაა ჩართული, ისინი მოისმენენ პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების
დეტალებს გაეცნობიან ლექსებს, რომლებსაც მოსწავლეები წაიკითხავენ პოეზიის საღამოზე
|
ე.ს.გ განსაზღვრული ინდიკატორი
|
მიმართულება ზეპირმეტყველება-ქართული მე-5.1.მოსწავლეს აქვს ასაკის შესაფერისი
სირთულის ტექსტების მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყისი უნარი .ქართული მე-5. 4.მოსწავლეს აქვს ლიტერატურული
ნაწარმოების შეფასების საწყისი უნარი.ქართული მე-5.5.მოსწავლეს შეუძლია სადისკუსიო სტრატეგიების ამოცნობა და
გამოყენებამიმართულება კითხვა ქართული მე-5.8.მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტების წაკითხვა და ადეკვატურად გაგება გაანალიზება.ქართული
მე-5.9.მოსწავლეს აქვს წაკითხული მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციის საწყისი უნარი.
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
თეა უფლისაშვილი
|
ელ.ფოსტა
|
teanplisasfvili@gmail.com
|
მეოთხე კლასელებმა
წარმოადგინეს პროექტი..რა მოგაქვს წელო ახალო“
წაიკითხეს თხზულებები |
ბასილები -საახალწლო კაცუნები |
ლიზამ წარმოადგინა როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს |
სახელი და გვარი
|
თეა უფლისაშვილი
|
რაიონი
|
ზესტაფონი
|
სკოლა
|
ზედა საქარის საჯარო სკოლა
|
თემის მონახაზი და თემის დასახელაბა
|
,,წაუშლელი ტკივილები''-მირზა
გელოვანის ცხოვრება და შემოქმედება
|
თემის მონახაზი
|
მოსწავლეები მოიძიებენ ინმორმაციას მირზა გელოვანის ცხოვრებისა და შემოქმედების
შესახებ, მოიძიებენ პოეტის ლექსებს,დაამზადებენ ბროშურებს პოეტის ცხოვრებისა
და შემოქმედების შესახებ,რომლებსაც გაავრცელებენ მშობლებსა და თანატოლებში,კლასში
მოაწყობენ პოეტის კუთხეს,მასწავლებლის დახმარებით მოამზადებენ ელექტრონულ პრეზენტაციას,
მოაწყობენ პოეზიის საღამოს,ნახავენ დოკუმენტურ ფილმს პოეტის შესახებ, გამოიკვლევენ
და დაადგენენ რამდენად იქონია გავლენა პოეტის ცხოვრებამ და ცხოვრების პერიოდმა მის
შემოქმედებაზე.მოსწავლეები თითოეულ სამუშაოს
შეასრულებენ ჯუფებში მუშაობით.
|
საგანი
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
დონე/კლასი
|
მეექვსე კლასი
|
განხორციელების დროის ჩარჩო
|
2 თვე
|
თემის საფუძვლები
|
|
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
|
მიმართულება კითხვა-
ქართ. VI. 7. მოსწავლეს შე-უძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატ-ვრული ტექსტების წაკითხვა და გაგება-გაანალიზება.
ქართ. VI. 8. მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად წაიკითხოს სხვადასხვა ტიპისა
და ნარგვარი სინაარსის ტექსტები
ქართ. VI. 9. მოსწავლეს შეუძლია პირად გამოცდილე-ბაზე დაყრდნობით იმსჯე-ლოს ნაწარმოებში ასახული მისთვის გასაგები და მნი-შვნელოვანი პრობლემების შესახებ.
ქართ. VI. 10. მოსწავლეს აქვს კითხვის პროცესით გამოწვეული განწყობილებისა და შთაბეჭდილების გადმოცემის უნარი.
ქარ. VI. 12. მოსწავლეს შე-უძლია მედიატექსტების გაანალიზება; აქვს მულტი-მედია ტექსტებზე მუშაობის საწყისი უნარ-ჩვევები.
მიმართულება
ზეპირმეტყველება
ქართ. VI. 1. მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
ქართ. VI. 3. მოსწავლეს
შეუძლია მართებულად წარმართოს საკუთარი სამეტყველო ქცევა მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.
მიმართულება წერა
ქართ. VI. 16. მოსწავლეს შეუძლია ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის აუცი-ლებელი
წესების გამოყე-ნება, გრამატიკული თვალ-საზრისით მართებული სიტყვაფორმების
აგება.
|
პროექტის სასწავლო მიზნები
|
1.მოსწავლეები გაეცნობიან მირზა გელოვანის ბიოგრაფიას, მოიძიებენ და
გაეცნობიან მის ლექსებს.
2.ჩაატარებენ კვლევას რამდენად მოახდინა ცხოვრებისეულმა პერიოდმა და
პირობებმა გავლენა მის შემოქმედებაზე
3. მოიძიებენ ინფორმაციას ბეჭდური
და ელექტრონული წყაროებიდან
, და გაუკეთებენ ორგანიზებას
4.მოძიებულ ინფორმაცის წარმოადგენენ ზეპირი სახით პოეზიის საღამოს ფარგლებში.
5. მოძიებული მასალის მიხედვით დაამზადებენ ბროშურას და გაავრცელებენ.
6. მასწავლებლის დახმარებით დაამზადებენ პრეზენტაციას ელექტრონული ფორმატით
|
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
|
ზოგადი
კითხვა -- 1.რა გავლენას
ახდენს ცხოვრება პიროვნების ჩამოყალიბებაზე ?
თემატური
კითხვები-1.რით
იყი მირზა გელოვანის ცხოვრება გამორჩეული ?
2.როგორ იქონია
გავლენა პოეტის ცხოვრებამ და ცხოვრების პერიოდმა მის შემოქმედებაზე?
3. როგორი იყო
მირზა გელოვანის დროინდელი საქაერთველო?
შინაარსობრივი
კითხვები-1.მირზა
გელოვანის რომელ ლექსებს იცნობთ?
2. რატომ გაიწვიეს მირზა ჯარში?
|
შეფასების დროის ჩარჩო
|
პროექტის
დაწყებამდე -ინტერვიუ,
ცნების რუკა. პროექტის მიმდინარეობისას-დაკვირვება , რეფლექსია მოსწავლის
ჯგუფში მუშაობაზე
მუშაობის
დასრულების შემდეგ- დასკვნა , პრეზენტაციის
შეფასება, ინტერვიუ. მთლიანი პროექტის შეფასება
|
ტექნოლოგია, ტექნიკა
|
კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, პრინტერი
|
ტექნოლოგია , პროგრამული უზრუნველყოფა
|
ინტერნეტ -ძიება, საგამომცემლო პროგრამები.
|
ბეჭდვითი მასალა
|
წიგნები ბიბლიოთეკიდან(სკოლის , სოფლის)
|
ინვენტარი
|
მარკერები, ფორმატის ქაღალდები, ფურცლები.
|
ინტერნეტ რესურსი
|
ვებ-მისამართები, რომლებიც ხელს უწყობს მიზნის მიღწევას.
|
სხვისთვის სასარგებლო
|
ვინ არაა პროექტში ჩართული ის მოსწავლეები პოეზიის საღამოსა და ბროშურების
გავრცელების შედეგად მიიღებენ ინფორმაციას პოეტის შესახებ
|
ელ. ფოსტა
|
teanplisashvili@gmail.com
|
ინტეგრირებული გაკვეთილის
თემა
|
,, სიმღერებად ქცეული ლექსები''
|
სწავლების საფეხური ,კლასი
|
საბაზო ,მე-7 კლასი
|
საგნები და მასწავლებლები
|
ქართული -თეა უფლისაშვილი
მუსიკა -მარინა ფერაძე
|
მოსწავლეთ რაოდენობა
|
16
|
ს.ს.ს.მ.მ.
|
არა
|
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
|
1.ნასწავლი მასალის გამეორება და შეჯამება(ქართული ,მუსიკა)
2.შემოწმება იმისა ,თუ რამდენად
კარგად იყენებენ შეძენილ ცოდნას (ქართული, მუსიკა)
3 .მოსმენილი ნაწარმოების გაანალიზება ( ქართული მუსიკა)
4.ზეპირი პრეზენტაციის გამართვა(ქართულიმუსიკა)
5.ჯგუფური სამუშაოს პრეზენტატირება (ქართული)
6. შთაბეჭდილებითი ესეს შქქმნა( ქართული)
|
ე.ს.გ. განსაზღვრული მისაღწევი
ინდიკატორი
|
მიმართულება
ზეპირმეტყველება
ქართ. VII. 2. მოსწავლეს შეუძლია სხვათა მეტყველების მოსმენა და შეფასება
საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით.
ქართ. VII. 3. მოსწავლეს შე-უძლია სამეტყველო ქცევის
შეცვლა საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
ქართ. VII. 4. მოსწავლეს შეუძლია საკლასო დისკუსიებში მონაწილეობის
მიღება.მიმართულება
კითხვა
ქართ.
VII. 7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხა-ტვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება,
მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა
და ახსნა.
ქართ.
VII. 9.
მოსწავლეს შეუძლია ტექსტის გაანალიზება სტრუქტურული
და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.
ქართ. VII. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის
შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
მიმართულება წერა
ქართ.
VII. 11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით.
ქართ.
VII. 13. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ორგანიზაციის წესებისა და ენობრივი
ნორმების დაცვა.
მუს.VII.2.მოსწავლეს შეუძლია სიმღერა თანაკლასელებთანერთად.
მუს. VII.5.მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუსიკალურინაწარმოებისგაანალიზება.
მუს.VII.6.მოსწავლეს შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს მუსიკალური ხელოვნების
ნიმუში ან მუსიკოსის შემოქმედება.
მუს.VII.8.მოსწავლე აღიქვამს მუსიკას,
როგორც ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებას.
|
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეები იცნობენ სიმღერებად ქცეულ რამდენიმე ლექსს, იცნობენ მათ და მათზე შექმნილი სიმღერების ავტორებს(,,საქართველოო, ლამაზო', ჩემი მიწის სადღეგრძელო'''',
,, სამშობლო'' და ,, ბევრს არ დაგპირდები'')
|
საწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო,რვეულები, დაფა, ცარცი, კომპიუტერი, პროექტორი, ხმის
გამაძლიერებელი.
|
გაკვეთილის მსვლელობა ,აქტივობები
|
1.მოსწავლეთა
მომზადება
2.განსახილველი
ლექსების წარმოდგენა
3.კითხვა-პასუხი(მაგ.
რას გვეუბნება ლექსის ,, საქართველოო,ლამაზო''სათაური?
რა გამონათქვამი აქვს წამძღვარებული
ამ ლექსს?
რა ჰქვია ამგვარად წამძღვარებულ
გამონათქვამს?
რას უსვამს ხაზს ნაწარმოების ეპიგრაფი?
რა არის ციტატა?
ვისი სიტყვებია ლექსში ციტატად
ნახმარი? რა მხატვრული ხერხი სჭარბობს ლექსის დასაწყის სტრიქონში?
რომელი ლიტერატურული გმირების ლექსში ნახსენები?
აქედან გასმომდინარე როგორი
წარმოდგენები სჭარბობს ლექსში?
რა არის ლექსის თემა?
რა არის მთავარი სათქმელი?
რისთვის გამოიყენა მედეა კახიძემ მეტაფორა ,,ვკეცე
,ვკეცე, ვერ დავკეცე სა ქარ ველოს საოცნებო გზები?
რომელი ნიუანსი მიანიშნებს
,რომ ,,საოცნებო გზები'' არა მარტო მატერიალური, არამედ სულიერი სიმდიდრეცაა?
ავტორის აზროვნების როგორი წესი ფიქსირდება ლექსში?
რად მიაჩნია ,,თავანკარა გაზაფხული?
რა არის სამშობლო მურმან ლებანიძისთვის? რა განცდას უჩენს მას სამშობლო?ედემი?და
ა.შ კითხვები თითოეული ლექსის ირგვლივ.)
4.ჯგუფური მუშაობა ( კლასი დაიყოფა
სამ ჯგუფად , თითოეული ჯგუფი წარმოადგენს
პრეზენტაციას თითო ლექსის შესახებ) 5.სიმღერების მოსმენა
6.პრეზენტაცია სიმღერათა ავტორების შესახებ
7. კითხვა -პასუხი( მაგ.
როგორი შეიძლება იყოს სიმღერა
მარტო კუპლეტური თუ მისამღერიანი?
როგორია თითოეული სიმღერა?
როგორ ვიგებთ სიმღერის ხასიათს?
მუსიკის რომელ სახეობას მიეკუთვნება სიმღერა?
რამდენნაირი შეიძლება იყოს სიმღერა?
რას არის სასიმღერო ნიუანსესი?
როგორ გვესმის ანსამბლის მნისვნელობა?
და ა.შ.)
8. მოსმენილი
მუსიკალური ნაწარმოებების გაანალიზება.
9.. შთაბეჭდილებითი ესეს შექმნა წარმოდგენილი ლექსებისა და სიმღერების შესახებ ( დაწერენ იმ ლექსისა და სიმღერის შესახებ ,რომელიც ყველაზე მეტად მოეწონათ)
10. ახალი მასალის ახსნა (ლექსი ,,სულიკო'' და
სიმღერა ,,სულიკო'')
11. თვითშეფასების
ცხრილის შევსება
12.ჩანაწერი
შთაბეჭდილებათა კედელზე (ჩანაწერის გაკეთება შეუძლიათ უფროსებსაც)
|
შეფასება
|
1. განმავითარებელი შეფასება
2 განმსაზღვრელი შეფასება
ჰ .ჯგუფში მუშაობის შეფასება. 4.პრეზენტაციის შეფასება
5.
თვითშეფასება
|
,,სიმღერებად ქცეული ლექსები''-მეშვიდე კლასი
ჯგუფური მუშაობის დროს |
ესეც შემდეგი ჯგუფი |
მარიამი პასუხისთვის ემზადება |
ნანაც მზადაა |
შემდეგი აქტივობის სამზადისში |
ისევ მარიამი |
ბოლოს სულიკოც ვიმღერეთ |
ლუკა |
მარიამი ჯგუფური მუშაობის პრეზენტაციის დროს |
ყურადღებით ვისმენთ |
ღია გაკვეთილი თემაზე ,, პატარა ბიჭი გოლგოთაზე'' ( რეპრესიების ხანა )
Комментариев нет:
Отправить комментарий